,, საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების გზას , თუ საქრთველოში ცვლილებები მოხდება” – კუბილიუსი

,, საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების გზას , თუ საქრთველოში ცვლილებები მოხდება” – კუბილიუსი
თუ ცვლილებები მოხდება, საქართველოს შუეძლია, დაუბრუნდეს გაფართოების გზას, – ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე ისაუბრა. ევროპელმა მაღალჩინოსანმა სიტყვით გამოსვლისას პირდაპირ თქვა, რომ “ზოგიერთი ოლიგარქი ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება”, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
კუბილიუსის თქმით, სწორედ მოლდოვას, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სწრაფი გაწევრიანება იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, მათ შორის, საქართელოსთვისაც, რომ ევროკავშირის გაფართოება ნამდვილად ხდება.
ძალიან კარგი კითხვები მოვისმინე ჩვენი ქართველი მეგობრებისგან, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს. ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად მოლდოვას, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოსაც. რადგან, ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ გაფართოება ნამდვილად ხდება. გარკვეული დროის მანძილზე, ზოგიერთი ოლიგარქი, რაც არ უნდა ვუწოდოთ მათ, აგზავნიდნენ მესიჯებს, რომ დავივიწყოთ გაფართოება, რადგან ეს საერთოდ არ მოხდება. ეს მოხდა საქრთველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. ახლა შეგვიძლია, მოვიყვანოთ ძალიან მკაფიო არგუმენტები და მტკიცებულებები. გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების გზას , თუ საქრთველოში ცვლილებები მოხდება, – განაცხადა კუბილიუსმა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული