-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი საქართველოს სტუმრობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასი საქართველოში ვიზიტს მართავს.
-ის საელჩოს ინფორმაციით, მისი ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) მხარდაჭერას. ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით, 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.
„დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს „სადახლო საავტომობილო“, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”