საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩსა და ლატვიელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
:ვულოცავ ლატვიელ ხალხს და თქვენ, პრეზიდენტო ედგარს რინკევიჩ დამოუკიდებლობის დღეს. თქვენმა ერმა თავისუფლება გამბედაობითა და მონდომებით დაიბრუნა. მაშინ, როდესაც საქართველო დემოკრატიასა და ევროპულ გზაზე თავდასხმების წინაშე დგას, თქვენი მაგალითი აძლიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავუძლოთ და გავიმარჯვოთ“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ლატვია დღეს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავს აღნიშნავს.




