უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ეგვიპტის, ეთიოპიის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, კამერუნის, კენიის, კონგოს, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, ს, სუდანის, შრი-ლანკისა და ჩინეთის – ჯამში 47 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.