გიორგი ქობულია – ჩემი მინისტრობის დროს რასაც ჰქვია კორუფციული გარიგების ფაქტი, არ მქონდა, მხოლოდ ირიბი ფაქტები მქონდა, მაგალითად, ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან შუამავლის გავლით – რა საჭიროა შუამავალი?! მგონი, დღესაც ასე ხდება

ჩემი მინისტრობის დროს, რასაც ჰქვია კორუფციული გარიგების ფაქტი, არ მქონდა. მე მხოლოდ მქონდა ირიბი ფაქტები, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
გიორგი ქობულიამ კორუფციული გარიგების ირიბ მაგალითად მოიყვანა ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან საქართველოში შუამავლის გავლით, რა დროსაც შუამავალი საჭირო არ იყო.
„ჯერ კიდევ 3 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ კორუფციული რისკები ძალიან გაიზარდა. ეს, ალბათ ტყუილი არ იყო. ეტყობა, ისეთ მასშტაბებში გავიდა, ის კაციც კი შეწუხდა. არ არის გასაკვირი, რომ გაიზარდა. რომ გითხრათ, რომ ჩემი მინისტრობის დროს მე რეალურად რაღაც კონკრეტული ფაქტებში ჩამახედა ვიღაცამ, რასაც ჰქვია კორუფციული გარიგების ფაქტი, არ მქონდა. მე არ მქონია, მე მხოლოდ მქონდა ირიბი ფაქტები. მაგალითად, არის გახმაურებული შემთხვევა – ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან საქართველოში შუამავლის გავლით. როდესაც ერთი ქვეყანა მეორიდან ყიდულობს, შუამავალი საჭირო არ არის. რა საჭიროა შუამავალი?! [შუამავალი] რაღაც ფულს შოულობს. არ მინდა ჭორაობა გამომივიდეს, მაგრამ მგონი, დღესაც ასე ხდება, დანაც ასე ხდება“, – აღნიშნა ქობულიამ.