Reuters – ს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარს დაუჭერს, თუ მათ დაწესებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება

დონალდ ტრამპი ს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარს დაუჭერს, თუ მათ დაწესებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება, – ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თეთრი სახლისთვის და პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სანქციების პაკეტში გამონაკლისი იყოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პრეზიდენტს სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება. ვფიქრობ, თუ ეს გათვალისწინებული იქნება, მაშინ პრეზიდენტი კანონპროექტზე ხელმოწერას განიხილავს“, – განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა.
ასევე, ოფიციალური პირის ცნობით, თეთრი სახლი ში ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებებზე მუშაობას აგრძელებს.
„რა თქმა უნდა, მუშაობას ვაგრძელებთ. ეს ახალი ამბების ყურადღების ცენტრში არ ყოფილა, რადგან ძალიან ბევრი რამ ხდება“, – აღნიშნა გამოცემის წყარომ.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.