მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. მომიტინგეების მარშმა თბილისის რამდენიმე უბანი საპროტესტო მსვლელობითა და შეძახილებით შემოიარა. პროტესტის აღნიშნულ ფორმას აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სამართალდამცველები პარლამენტთან გზის გადაკეტვის საშუალებას აღარ აძლევენ.
„ბოლომდე, ბოლომდე”; „ძირს რუსული რეჟიმი”, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები მსვლელობისას.
მომიტინგეთა ნაწილი კი პარლამენტთან დარჩა და საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გააგრძელა.




