სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გაუქმების შესახებ.
„მიუხედავად თბილისიდან მომდინარე გარკვეულწილად შემრიგებლური ტონისა, ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ოფიციალურ დღის წესრიგში დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და შეფასებითი მსჯელობის გამოყენებას, რომელიც გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელია, „რუსულ ოკუპაციაში“ ბრალდებებს და ა.შ.“, – აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამხრეთ ოსეთის დე დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს სიტუაცია საქართველოში არსებულ მწვავე შიდაპოლიტიკურ დაპირსპირებას ასახავს.
„მიუხედავად ამისა, მორიგ ჯერზე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რეალურად აღიქვას ის პოლიტიკური სინამდვილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბდა“, – აცხადებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოთქვამენ რწმენას, რომ „საქართველოს მხრიდან არსებული გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს მიღება არის იმ გზის საფუძველი, რომელმაც შესაძლოა რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობიან განვითარებამდე მიიყვანოთ“.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 2007 წელს შეიქმნა და ფუნქციონირება განაგრძო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა და წინა ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ.




