ლინდსი გრემი – კონგრესი ს წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული კანონპროექტის განხილვის მიზნით მუშაობას დაიწყებს

კონგრესი ს წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული კანონპროექტის განხილვის მიზნით მუშაობას დაიწყებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერით, კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის განხილვის მიზნით მუშაობას დაიწყებს, რომელსაც ორპარტიული უმრავლესობა მხარს უჭერს და რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ში სისხლისღვრის დასასრულებლად მეტ საშუალებას მისცემს“, – წერს ლინდსი გრემი X-ზე.
მისი თქმით, „კანონპროექტი ტრამპს საშუალებას მისცემს მეორადი სანქციები და ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ გაზსა და ნავთობს ყიდულობენ“.
„აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს მეტ შესაძლებლობასა და ძალას აძლევს, რათა პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ამ კანონპროექტის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას ვაფასებ“, – აცხადებს სენატორი.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა განაცხადა, რომ სენატორების ლინდსი გრემისა („რესპუბლიკური პარტია“) და რიჩარდ ბლუმენტალის („დემოკრატიული პარტია“) მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.