პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ, ისინი პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ და საპროტესტო მსვლელობას, უკვე რამდენიმე დღეა, სხვადასხვა ლოკაციაზე მართავენ.
პროტესტის მარშრუტი უცნობია. მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ მსვლელობის მიმართულებას.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან დარჩა და პროტესტს ტრადიციულ ლოკაციაზე აგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგი, არ ვართ ქსენოფობიის მომხრე – კობახიძე გვეუბნება, რომ სიტყვაზე უნდა ვენდოთ, ბოდიში, მაგრამ რატომ უნდა ვენდოთ, „ოცნების“ პირობებში ერთი და ორი „გადაგდება“ გვახსოვს?!