პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტთან საპოლიციო კორდონია მოწყობილი და სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
მოქალაქეები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იმყოფებიან.
უწყვეტი პროტესტის 355-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.