“ბორჯღალოსნები” | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

2025 წლის დასკვნით მატჩს ბორჯღალოსნები საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავენ. 22 ნოემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ტიერ1-ის გუნდს, იაპონიას ვუმასპინძლებთ. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
ამ თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს 2027 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება. იმ მომენტისთვის მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით, გუნდები (შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა) 4 კალათაში განაწილდებიან: პირველ კალათაში 1-6 ნაკრებები მოხვდებიან, მეორეში 7-12, მესამეში 13-18 და მეოთხეში 19-24.
შესაბამისად, კენჭისყრისას ერთ კალათაში მყოფი გუნდები მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. 22 ნოემბერს იაპონიასთან გამარჯვების, ან შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, საქართველო ჯგუფურ ეტაპზე არ შეხვდება მასპინძელ ავსტრალიას, ფიჯის, შოტლანდიას, იტალიას და უელსს. მესამე კალათიდან მისი პოტენციური მეტოქეები იქნებიან იაპონია, ესპანეთი, ურუგვაი, , სამოა (მსოფლიო თასის საგზურის მოპოვების შემთხვევაში. ხვალ გაირკვევა ბელგიასთან მატჩით) და ჩილე.
მოცემული მომენტისთვის საქართველო რეიტინგში მე-11 ადგილს (74,69 ქულა) იკავებს. მას მოსდევს უელსი (74,23) და იაპონია (72,58) და მნიშვნელოვანია, ბორჯღალოსნებმა აღნიშნული პოზიცია შეინარჩუნონ.
ესეც რომ არა, საქართველოს წელს ტიერ1-ის გუნდი არ დაუმარცხებია და ახლა ამის შესანიშნავი შესაძლებლობა ექნება, ამისათვის კი გულშემატკივრის მხარდაჭერა ესაჭიროება.
შეგახსენებთ, ნოემბერში ბორჯღალოსნებმა უკვე გამართეს ორი შეხვედრა და ს „აჭარაბეთ არენაზე“ ჯერ დაამარცხეს 43:30, მერე კანადა 38:17.
რაც შეეხება იაპონიას, მან ბოლო 4 კვირის განმავლობაში ტიერ1-ის გუნდებთან 4 თამაში გამართა და მართალია ოთხივე დათმო, თუმცა უდიდესი გამოცდილება შეიძინა. 25 ოქტომბერს იაპონიას ავსტრალიამ 19:15 სძლია; 1 ნოემბერს სამხრეთ აფრიკამ 61:7 მოუგი; 8 ნოემბერს ირლანდიამ 41:10, ხოლო 15 ნოემბერს უელსმა გაწითლებულ დროზე გატანილი ჯარიმით 24:23 აჯობა.
ჩვენ და იაპონია
იაპონიასთან აქამდე 7-ჯერ გვითამაშია და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე შარშან სტუმრად დავამარცხეთ, მათთან ჯერაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს. განვლილი თამაშებიდან სამი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სამჯერიაპონელებმა გვიმასპინძლეს, ერთი შეხვედრა კი ნეიტრალურ მოედანზე შედგა. მათგან ორი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 5-ში კი მეტოქემ იმარჯვა.
იაპონიას პირველად 2006 წელს ოსაკაში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 32:7 გაიმარჯვეს. 2012 წელს აზიელები „მიხეილ მესხზე“ გვეწვივნენ და ბოლო წუთზე აღებული 3 ქულით 25:22 მოიგეს. 2014 წელს იაპონელებს კვლავ „მესხზე“ დავუხვდით და ამჯერად 35:24 გავიმარჯვეთ.
მომდევნო წელს იაპონელებს ინგლისში, გლოსთერში მსოფლიო თასის წინ შევხვდით (10:13), 2016-ში კი მესამედ ვუმასპინძლეთ თბილისში (22:28). 2018 წელს მასპინძლებმა იაპონიაში მშრალი ანგარიშით, 28:0 გვაჯობეს, შარშან ზაფხულში კი მათ სენდაიში ვეწვიეთ და 25:23 დავამარცხეთ.
“იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას” – მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი – საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
“ბორჯღალოსნები” | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
“ბორჯღალოსნები” | ქოქრილმა “არწივებისთვის” 23 შეარჩია
“ბორჯღალოსნები” | იაპონია თბილისში მოდის
“ბორჯღალოსნები” | როტაციით და ორი დებიუტანტით იაპონიასთან
10 წლის შემდეგ პირველად – “ბორჯღალოსნებმა” იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
“ბორჯღალოსნები” | ნამატით კანადასთან
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი – საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
“ბორჯღალოსნები” | 34 მოთამაშით იაპონიასა და ავსტრალიაში
“რათა შეცდომები არ განმეორდეს” – რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
“ბორჯღალოსნები” | მეშვიდედ იაპონიასთან
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
“ბორჯღალოსნები” | ჩვენ და იაპონია
“ბორჯღალოსნები” | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში