ირაკლი ზარქუა ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე: ეს იყო თან არაკონსტიტუციური, შეუსაბამო და თან რაღაც გაუაზრებელი დირექტივა

ირაკლი ზარქუამ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ უწყება არაკონსტიტუციური და შეუსაბამო იყო.

“ეს იყო თან არაკონსტიტუციური, შეუსაბამო და თან რაღაც გაუაზრებელი დირექტივა. შესაბამისად, მგონია, რომ ის, რაც ახლა ხდება, ოპტიმიზაცია, სწორი გადაწყვეტილებაა”- თქვა ზარქუამ. 

“ოცნების” პირობებში შექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს კახა კალაძეც “გარედან თავსმოხვეულ ვითომ ორგანოს” უწოდებს.

  • ანტიკორუფციული ბიურო 2023 წელს შეიქმნა. მისი შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია იყო და გულისხმობდა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას – ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა