– ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა არის მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა – ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია

ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია! – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელში ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების” მიერ ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა არის მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა.
„ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს ყველაფერს ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ერთი ადამიანი – ყველაფერს, რაც ძვირფასია, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა!
ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება ადეკვატური პასუხი „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე.
ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია! ემიგრაციაში მყოფ ქართველებში არის უდიდესი ძალა.
თქვენი ბრძოლა ჩანს და ივანიშვილს თქვენი ეშინია – ეშინია არჩევნებში თქვენი მონაწილეობის.
მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ – ემიგრანტიც და საქართველოში მცხოვრებიც. ბრძოლა იქნება ბოლომდე – ყველა სამართლებრივი გზით!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ს მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი