დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი – საქართველო დღითიდღე უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს

გაფართოება არის დანიის თავმჯდომარეობის სტრატეგიული პრიორიტეტი და ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე გარკვევით ვაცხადებთ. ახლა გაფართოების ახალი იმპულსი არსებობს, რადგან ეს ყველაფერი ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ეხება, – ამის შესახებ დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ გაფართოების კუთხით და მივცეთ კანდიდატ ქვეყნებს, პირველ რიგში ს, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა. დღეს ვხსნით ბოლო კლასტერს ალბანეთთან. ყველა კლასტერი გახსნილია და ძალიან მოხარული ვართ ამის გამო. ვისწარფვით მოლდოვასა და სთან წინსვლისთვის და რეალურად მივდივართ კიდეც წინ ტექნიკურ დონეზე. ახლა, სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე უფრო და უფრო შორდებიან ევროკავშირს“, – აღნიშნა დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა