ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი – საქმე არასწორი მიმართულებით მიდის – ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია: თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით

შვედეთის პოზიცია დიდი ხანია არის ის, რომ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას გაწევრიანდნენ ევროკავშირში და გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც, რომ არ არსებობს რეალური ამბიცია ან ინტერესი მიჰყვნენ ამ გზას, ან განახორციელონ საჭირო რეფორმები, – ამის შესახებ შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ჯესიკა როზენკრანციმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„პირიქით, ვხედავთ, რომ საქმე არასწორი მიმართულებით მიდის და შესაბამისად, ეს პროცესი წინ არ მიდის. ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმების განხორციელებაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას