პოლონეთის პრემიერმა „დივერსიის აქტი” უწოდა სთან დამაკავშირებელი რკინიგზის დაზიანებას

პოლონეთში აფეთქების შედეგად დაზიანებულია რკინიგზის მონაკვეთი იმ მაგისტრალზე, რომელიც ქვეყანას სთან აკავშირებს.
დემბლინი-ვარშავის სარკინიგზო ხაზზე დაზიანება 16 ნოემბერს შენიშნა ერთ-ერთი მატარებლის მემანქანემ და პოლიციას შეატყობინა. მიმდინარეობს გამოძიება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ინციდენტის რაიონში დღეს, 17 ნოემბერს იმყოფებოდა, სოციალურ ქსელ X-ში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ რკინიგზაზე „დივერსიის აქტი” მოხდა.
ინგლისურენოვან პოსტში ტუსკი რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებას აფასებს „საბოტაჟის უპრეცედენტო აქტად“, რომელიც მიმართულია პოლონეთის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ტუსკი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამ სარკინიგზო მარშრუტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ დამნაშავეებს დააკავებენ.
ევროკავშირის სახელმწიფოთა სპეცსამსახურების თანახმად, ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ს დაკვეთით მოქმედი ე.წ. ერთჯერადი აგენტები, რომლებსაც დავალებული აქვთ დივერსიისა და საბოტაჟის აქტების მოწყობა. მოსკოვი მსგავს ბრალდებებს უარყოფს.
ბოლო ხანს ევროკავშირის ქვეყნებში გახშირდა რკინიგზის განზრახ დაზიანების ფაქტებიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა