კახა კალაძე – გრძელდება შანტაჟი, მუქარა – შემოტევები იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ხდება

რა თქმა უნდა, გრძელდება შანტაჟი, მუქარა – ეს შემოტევებიც ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებას განიხილავენ დღეს ევროკავშირში.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობა უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოში.
“რა თქმა უნდა, გრძელდება შანტაჟი, მუქარა. არაერთი განცხადება ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით. არაფორმალური მმართველობა, რაც სუფევს მსოფლიოში, უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოში, ეს ყველამ კარგად ვიცით. თავად აშშ-ს პრეზიდენტი საუბრობდა, რომ პირველი არაფორმალურ მმართველობას დაამარცხებდა. ჯერ მსგავსი არაფერი ხდება, ვნახოთ. ეს შემოტევებიც ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება ბოლო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას – ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა