საქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩისთვის ბულგარეთში ჩავიდა. სატურნიროო თვალსაზრისით უმნიშვნელო, თუმცა პრინციპული დაპირისპირება სამშაბათს, საქართველოს დროით 23:45 საათზე შედგება.
ჩვენი ბიჭები მაქსიმალურად ცდილობენ, ბოლო პერიოდის წარუმატებლობა მათ სახეზე არ აისახოს, მაგრამ მაინც შესამჩნევია, ესპანეთთან რამდენიმე გამონათების მიუხედავად, თვალებში ის ცეცხლი რომ არ უნთიათ. დღეს ყველა სოციალურ ქსელს იყენებს, გამოხმაურებებს კითხულობს და ცუდია, ხშირად ზღვარი რომ წაშლილი გვაქვს.
სოფიაში ადგილობრივები ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებით დახვდნენ და ეს უკვე აღარ გვიკვირს. ვილი სანიოლი და მისი ფეხბურთელები “ჰილტონში” დაბინავდნენ, სადაც მათ ილია ბერიაშვილი შეუერთდა – ცენტრალური მცველი, ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში ხშირად მოგვიაზრებია, მითუმეტეს, დაცვაში აშკარა პრობლემებია. იმედია, ლაშა დვალთან არსებული გაუგებრობა აღმოიფხვრება.
შეხვედრის პრინციპულობა ვახსენეთ და ეს იმას უკავშირდება, ბულგარეთის ნაკრები ერთ დროს ჩვენი დიდი ანგარიშით დამარცხებას რომ ახერხებდა, შემდეგ პასუხი საკმაოდ ომახიანად გავეცით და იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
ზემოთ ნახსენები ფაქტორების გამო შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს ველით, მაგრამ რადიკალური მაინც არ გვგონია, მატჩისწინა პრესკონფერენციამ იქნებ მეტი ინფორმაცია მოგვცეს.
ნაკრები სოფიაში დანაკლისით ჩავიდა | 17 ნოემბრის განრიგი
“11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია” – “ლიონისა” და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
“ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება” – სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ნაკრები სოფიაში დანაკლისით ჩავიდა | 17 ნოემბრის განრიგი
მიჩელი “არსენალში” გადადის – “ნაპოლიში” კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
საქართველო VS ესპანეთი – ნუთუ, ერთხელ მაინც არ შეგვიძლია?!
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო – გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
ზახარიანმა შეიძლება პსჟ-ში კვარაცხელიასთან ერთად შეუტიოს?
“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა




