უკრაინული მედიის ცნობით რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე მიიტანეს იერიში, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
„კიდევ ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულთაგან ცხრა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ამბულატორიულ მკურნალობას გადის. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაშავებულების რიცხვი კვლავ გაიზადოს“,- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელი ვიტალი კარაბანოვი.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონში რუსული ძალები დრონის გამოყენებით თავს დაესხნენ სასწრაფო დახმარების მანქანას, რის შედეგადაც მძღოლი და ექიმი დაშავდნენ.
„მტერი დრონის გამოყენებით დაესხა თავს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს. მძღოლს აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობა და ორივე ფეხზე ნამსხვრევები აღენიშნებოდა. პარამედიკოსს ტვინის შერყევა, აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობა და თავის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა“,- წერს უკრაინული მედია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!