ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დასავლეთ ნაპირზე მოქმედი ტერორისტების ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ ნაპირზე, ბალატას ბანაკთან ახლოს, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დარტყმის შედეგად, ბანაკის ტერორისტული ინფრასტრუქტურის ლიდერის ლიკვიდაცია განხორციელდა, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავდა.
ბალატას ბანაკში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი იდენტიფიცირებულია, როგორც აბდალა აბუ შალალი, რომელიც ისრაელში განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი. დასავლეთ ნაპირზე სამხედრო ოპერაცია, ისრაელის თავდაცვის ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა „შინ ბეთმა“ ჩაატარა.