“ნაკრები ეროვნული ვერაა, თუ მის გარშემო ერი არ ერთიანდება!” – გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი:

ეროვნული ნაკრები არაა სახელები და გვარები!

არც ძვირიანი მანქანები, ფეშენებელური სახლები და მსხვილ ბიზნესში წილებია ეროვნული ნაკრები!

ეროვნული ნაკრები არაა 90 წუთიანი ვარჯიში!
ეროვნული ნაკრები არაა ჩინოვნიკებთან პოზირება!
ეროვნული ნაკრები არაა მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპებში კუნტრუში!

ეროვნული იმიტომ ქვია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ერთად აღებულ ყველა ამბავზე ათასჯერ მეტია!

ნაკრები ეროვნული ვერაა, თუ მის გარშემო ერი არ ერთიანდება!

ეროვნული ნაკრები არის იდეა, თავდადება, ერთგულება, დროშა, სულის და იდენტობის ნაწილი.

ერთ სახლში, სხვადასხვა სართულზე ვცხოვრობთ ეროვნული ნაკრების წევრები და ეროვნული ნაკრების ქომაგი ერი!

და თუ ქომაგების სართული იწვის, მასთან ერთად იწვის ეროვნული ნაკრებიც!

იწვის მიუხედავად იმისა, ამ ცეცხლთან რამდენად შორს ცდილობს თავის დაჭერას!

იწვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამაყრუებლად ყვირის მისი დუმილი, თან ზუსტად მაშინ, როცა ყველაფერი დასაშვებია დუმილის გარდა!

ეს ხანძარი მე არ გამიჩენია!
ეს ხანძარი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მე, შენ ან ჩვენ გვეგონა!

და თუ ჩაქრობაში არ მომეხმარები, ერთად დავიწვებით და აღარაფერი დარჩება გადაბუგული, გამოუსადეგარი მინდვრების გარდა!

აღარც ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი!