გამთენიისას სამმა არასრულწლოვანმა ავლაბარში მდებარე “ნიკორას” სუპერმარკეტი გაძარცვა. წაღებულია თანხა. მათ დაზიანებები მაღაზიის თანამშრომელსაც მიაყენეს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. მოზარდებმა პოლიციის მისვლამდე გაქცევა მოახერხეს. ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დღეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ამოღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები.
“თანამშრომელს ხელი აქვს დაზიანებული, კარები შემოანგრიეს, ფაქტობრივად, და ამ დროს დაუზიანდა ხელი. ბოთლის ჩარტყმას ცდილობდნენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუშვებდით” | ამბობს სუპერმარკეტის თანამშრომელი.




