კახა კალაძე – შეიძლება ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო – ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს

გუშინ რომ ვუყურებდით ვინ აქტიურობდა ყველაზე მეტად და ვის ჰქონდა ისტერიკა, ეს იყო კოლექტიური „სანაცეთი“ და ხანდაზმული თაღლითების წარმომადგენლები, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზ განაცხადა.
მისი თქმით, არ აპირებენ „ხელმოცარული აგენტების ისტერიკულ კამპანიას“ ყურადღება დაუთმონ.
„ესენი ვინ არიან მგონი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც საშუალებას არ მოგცემთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. ნამდვილად არ ვაპირებ ხელმოცარული აგენტების ისტერიკულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ვიცით რასაც ვაკეთებთ.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველა პოლიტიკოსი, ყველა პოლიტიკური პარტია თუ რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს. იგივე ხანდაზმული თაღლითების პარტიის ლიდერები, რით იყვნენ დაკავებულები. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს, “ლელო”, პირობითად ვიძახი, ახალი პარტია და ახალი სახეებია. ვინ არის ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე, თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? თუ სამადაშვილი? ეს მეგობრებო, რეალურად, ერთი გუნდია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა ქვეყნის ინტერესს და არა ამ ქვეყნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.