შიმშილობის მე-20 დღე რუსთაველზე – როგორია მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

შიმშილობის მე-20 დღე რუსთაველზე – პარლამენტის წინ 8 ადამიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას ისევ მიმართავს. მოთხოვნები უცვლელია: ახალი სამართლიანი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პროტესტის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მოშიმშილეების მდგომარეობა პერიოდულად რთულდება. ისინი იძლებულები არიან, საღამოობით ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრაგადა თავად გამოიძახონ, რათა მედიკოსებმა მათი სასიცოცხლო მაჩვენებლები შეაფასონ.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები თავს სუსტად გრძნობენ, ამბობენ, რომ პროტესტს მიზნის მიღწევამდე არ შეწყვეტენ.
“დღეს შიმშილობის მე-20 დღეა. ბუნებრივია, რომ ამ 20-მა დღემ ჩვენ რაღაცა დაგვატყო ჯანმრთელობის მხრივ, თუმცა მაჩვენბლები ნორმალური გვაქვს, რადიკალური ცვლილებები არაფერი შეინიშნება. ყოველ საღამოს ჩვენ თითონ ვიძახებთ სასწრაფოს და ვაკონტროლებთ ამ მაჩვენებლებს. საერთო სისუსტე გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ რუსთაველის გამზირის გაძლიერება ამ პროტესტის ფორმით იყო სწორი, ამიტომ მაგას ნამვდილად არ ვაქცევთ ყურადღებას. ქვეყანაში, სადაც არიან პოლიტპატიმრები და არის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს, საჭიროა 24 საათიანი პროტესტი. ამ კუთხით გუშინ ხელმოწერების შეგროვებაც დავიწყეთ არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით, – ამბობს გედევან ფოფხაძე.