“ამ ეტაპზე, ტექნიკური მთავრობის იდეა სრულიად არარელევანტურია” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, :
re: ტექნკური მთავრობა და ერთობა, რიგორც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ახალი იდეა. ფორმულას მივეცი კომენტარი და არ გასულა, აქ გავიმეორებ და მერე იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება ფედერალისტების პოზიციას და რეალურ ვითარებას.
1. არანაირი ტექნიკური მთავრობის იდეა არ განიხილება და რასაც ვუსმინე ს ლაივს – არც მას წარმოუჩენია ახალ იდეად.
2. განიხილებოდა 24 წლის არჩევნებამდე, პრეზიდენტი განიხილავდა ამ იდეას, მაგრამ როგორც ხედავთ, არარეალისტური აღმოჩნდა.
3. ახლა, ამ ეტაპზე, ტექნიკური მთავრობის იდეა სრულიად არარელევანტურია.
4. ახლა რელევანტურია ტრანზიციის გუნდი, რომელიც ივანიშვილის მთავრობის გადადგომიდან, ახალი, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი საპარლამენტო ს ჩატარებამდე და ახალი, დემოკრატიული, კოალიციური მთავრობის დამტკიცებამდე უხელმძღვანელებს პოლიტიკურ პროცესს საქართველოს ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტის, ს ლიდერობით – დაახლოებით 3 თვის განმავლობაში.
5. ფედერალისტები მივიჩნევთ რომ ტრანზიციის გუნდი უნდა შეიქმნას სანდო პროფესიონალებისგან, არსებული პოლიტიკური სპექტრის და საპროტესტო საზოგადოების ფართო კონსენსუსის საფუძველზე – ვერ ვხედავთ პრობლემას რომ ეს წინასწარ იყოს ცნობილი.
პროცესს დაახლოებით ასე ვხედავთ:
1. მაქსიმალურად მოქნილად და ნაკლები ადამიანური დანაკარგით გრძელდება ქუჩის პროტესტი.
2. დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი ვქმნით ალტერნატიულ დემოკრატიულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც საკუთარ თავს პოულობს საქართველოს იმაზე გაცილებით მეტი მოქალაქე, ვიდრე პროტესტშია ჩართული.
3. ვაგრძელებთ რეგისტრაციის კამპანიას (მოედანმაც დაიწყო, სამოქალაქო ჯგუფებიც აქტიურობენ და მაგრად მიხარია).
4. აგრძელებს თავისი ნაშიერების ჭამას – რღვევა გრძელდება,სანამ პროტესტი გრძელდება და როცა მშვიდობიანი პროტესტი აღწევს იმ ზომას, რაც საჭიროა:
ა) გადადგება ივანიშვილის პრემიერი – მიყვება მთავრობა
ბ) 2 კვირაში ავტომატურად დაინიშნება ახალი , რომელსაც მოამზადებს ტრანზიციის გუნდი პრეზიდენტთან, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.
გ) 60 დღეში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები.
დ) 20 დღეში დაითვლება საბოლოო შედეგები.
ე) ახალი პარლამენტი დაამტკიცებს ახალ, დემოკრატიულ მთავრობას.
ესაა რაც განიხილება ჩვენი მხრიდან. ყველა რეფორმას ჩაატარებს ის პოლიტიკური მთავრობა, ვისაც ამომრჩეველი მიანიჭებს მანდატს დემოკრატიული არჩევნების გზით. ვის არ მოგწონთ?
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა;
ჩვენ წინ წასული ვიქნებოდით ეს რომ მომხდარიყო მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებში. არ მოხდა და მე არ მგონია, რომ დღეს ვინმეს ინტერესში იყოს, თუნდაც ჩვენს, ყველას ერთობლივ ინტერესში, რომ ახლა დავიწყოთ იმაზე ჭორაობა, თუ ვინ იყო უფრო წინააღმდეგი და ვინ ნაკლებად. ვიტყოდი, რომ დიდი ენთუზიაზმი არავისგან არ იყო იმიტომ, რომ ეს ტექნიკური მთავრობა უნდა შემდგარიყო არა პოლიტიკოსებისგან, არამედ პროფესიონალებისგან

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით