მუშა, რომელიც დაჩაგრეს – რატომ აჭიანურებენ სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას? (ვიდეო)

52 წლის ალექსანდრე თოფჩიშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობა თბილისის მერიის, ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტს შეეწირა.

  • ვარკეთილში ავარიული შენობის ნაცვლად, ახალ კორპუსს სამშენებლო კომპანია “ბი ქეი კონსტრაქშენი” აშენებდა, ალექსანდრე თოფჩიშვილიც აქ, იყო დასაქმებული და ძველი შენობას ანგრევდა, რა დროსაც საყრდენი კედელი მთლიანად მოწყდა და მუშა ნანგრევებში მოყვა.

თოფჩიშვილი ამბობს, რომ ავარიული საბჭოთა კორპუსების ჩანაცვლების დროს, დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები. “შაბათის ეთერმა” მოიპოვა ფოტო-მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ სიმაღლეზე დემონტაჟს მუშები, დამცავი თოკების გარეშე, შიშველი ხელებით აწარმოებენ.

მუშას, რომელმაც უმძიმესი დაზიანებები მიიღო, ტრაგიკული შემთხვევიდან სამი წლისთავზეც არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. მიღებული დაზიანების გამო ის მუშაობას ვეღარ ახერხებს, თუმცა მისთვის არც კომპენსაცია არ მიუციათ. საქმეზე გამოძიება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის მიმდინარეობს, მაგრამ სამი წლისთავზე შედეგი ნულია. ალექსანდრე თოფჩიშვილი ამბობს, რომ კედლის ჩამონგრევის შედეგად, ბრიგადის ზედამხედველმა ადგილზე მტკიცებულებების გაყალბება დაიწყო.

იმისთვის, რომ დაზარალებულმა კაცმა, სტატუსი მიიღოს, ამისთვის ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება. თუმცა საჭირო სამედიცინო ექსპერტის დოკუმენტს, სამხარაულის ბიურო დიდი ხანია არ გასცემს, დაზარალებულს ეჭვი აქვს, რომ ეს საქმე გავლენიანი მფარველების გამო გააჩერეს, “ბი ქეი კონსტრაქშენის” მფლობელი ქართლი ოცნების დეპუტატი შოთა ბერეკაშვილია.