“ეჰ კაია, მე ქოცებს ვასხამ და ამ დროს მთავარი ჩემს ოჯახს უტევს
გაგკარით ნაც-ქოცობას ! ან არ დაგილევიათ, ან ჰაერში არ გისვრიათ თუ რუსული სიმღერა არ მოგისმენიათ
მაგრამ შეგეტყოთ იმდენად გადავუარე ქოცობას ბოლო პერიოდია რომ ნაცობა დამიქსიეს
ხოდა ნაც-ქოცობას გადაგაყოლებთ იმ არაბულ ქალაქებს ქართული მიწის ყველა გამყიდველის დედას ვენაცვალე!” – წერს 2025 წლის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი, თეიმურაზ ბოკელავაძე და მისი ძმის, ნიკოლოზ Crazy ბოკელავაძის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტს ეხმაურება.
გუშინ მთავარმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბოკელავაძე სუფრაზე რუსული, ე.წ. ქურდული სიმღერების ფონზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. მომხადრთან დაკავშირებით შსს-მ გამოძება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.




