სოფო მარკოზია: ხელშეკრულება არის საიდუმლო. რაც ვიცით არის ის რომ არაბული ქალაქის მშენებლობა იგეგემება და სახლების 60% გაიყიდება უცხოელებზე

სამოქალაქო აქტივისტი სოფო მარკოზია:
მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოასწერეს შეთანხმებას, რის საფუძველზეც სახელმწიფო Eagle Hills-ის შვილობილი კომპანიის 33% წილის მფლობელი გახდა და ერთობლივ პროექტში გონიოს 260 ჰექტარი მიწით და კრწანისის 590 ჰექტარი ტყე-პარკით შევიდა.
ხელშეკრულება არის საიდუმლო. არ ვიცით რა პირობებით გადაეცათ მილიონობით კვადრატული მიწა არაბებს.
რაც ვიცით არის ის რომ არაბული ქალაქის მშენებლობა იგეგემება და სახლების 60% გაიყიდება უცხოელებზე.
არ არის ცნობილი შენარჩუნდება თუ არა უნიკალურო ბუნება.
იმის ფონზე რომ თბილისში ჰაერის დაბინძურება სამჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას, თბილისთან მდებარე მწვანე ტერიტორიის ჩაბეტონება მეტად გააუარესებს მდგომარეობას.
მაგრამ ყველაზე სახიფათო არის ის რომ არ ვიცით საერთოდ რას უნდა ველოდოთ. ქართული ოცნებას, რომელსაც ქვეყნის სასიკეთოდ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არც ეხლა აპირებს ამას. 13 წლიანი კორუფციის ფაქტები კიდევ უფრო ამყარებს ამ ეჭვს. იმედის საზეიმოდ გამოცხადებული ეკონომუკური ზრდაც რომ მხოლოდ ერთეულებს ეხება, ცხადია.
ბოლო კონტრაქტი რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა და ენერგოდამოუკიდებლობად გვატენიდა, სიცრუე აღმოჩნდა. სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას 15 წლის განმავლობაში ბევრად ძვირად ეყიდა ელექტროენერგია, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა მომწოდებლები ყიდდნენ. 15 წლის შემდეგ ენკა საერთოდ აღარ იყო ვალდებული საქართველოსთვის მიეყიდა ელექტროენერგია. სანაცვლოდ ენკას ბუნებრივი რესურსების გამოყენების სრული თავისუფლება ქონდა.
ამ მომენტისათვის საქართველოს ენკასთვის 450 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმის გადახდა უწევს.
პ.ს. ქოცების განხორციელებული რომელი წარმატებული პროექტი გახსენდებათ? ჩანგრეული, ჩამოქცეული კი ბატონო.