[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი – საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კანადას 38:17 სძლია.
ჩვენი გუნდი აფციაურმა ლამაზი სოლო-რეიდით გატანილი ლელოთი დააწინაურა. სტუმრებმა საჯარიმოთი ანგარიში შეამცირეს. მალე თაფლაძემ ლელოთი უპასუხა, აბჟანდაძის გარდასახვა კი ამჯერად ზუსტი გამოდგა. 36-ე წუთზე გორგაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევისას ისევ დადეს ლელო – თავი ისევ აფციაურმა გამოიჩინა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 17:3 დასრულდა.
შესვენების შემდეგ აფციაურმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. მერე ნინიაშვილის და აფციაურის იერიშს კვესელაძის ლელო მოჰყვა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა კვლავ გამოიყენა. კანადელებმა ლელო-გარდასახვით გვიპასუხეს. 64-ე წუთზე ჩვენი მეტოქე კაცნაკლული დარჩა, ჯალაღონიამ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა. ცოტა ხანში მსაჯმა ჩვენს ორ მორაგბეს უჩვენა ყვითელი ბარათი, მეტოქემ ანგარიშის შემცირება შეძლო და საბოლოოდ 21 ქულით გავიმარჯვეთ.
„ბორჯღალოსნებმა“ -ს ძლევის (43:30) შემდეგ კანადასაც მოუგეს და მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, თბილისში იაპონიასთან გამართავენ.
. „აჭარაბეთ არენა“.
საქართველო – კანადა 38:17
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი
“ბორჯღალოსნები” | ნამატით კანადასთან
“რათა შეცდომები არ განმეორდეს” – რა ითქვა -სთან მატჩის შემდეგ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო – ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა
“ბორჯღალოსნები” | ქოქრილმა “არწივებისთვის” 23 შეარჩია
“ბორჯღალოსნები” | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა
“ბორჯღალოსნები” | ნამატით კანადასთან
“რათა შეცდომები არ განმეორდეს” – რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]
კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო