ოქროს „როლექსი“, ოქროს ზოდი ავტოგრაფით… საჩუქრები დონალდ ტრამპს შვეიცარიელი ბოსებისგან ტარიფების შესამცირებლად

ნოემბრის დასაწყისში, ექვსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მათ შორის „როლექსისა“ და ფუფუნების საგნების გიგანტ „რიშმონის“ ბოსები, -ის პრეზიდენტს შეხვდა, რათა მისი ყურადღება შვეიცარიის ეკონომიკისთვის ტარიფების ზრდით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაემახვილებინათ.
თეთრი სახლმა შვეიცარიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 39%-იანი ტარიფები დაუწესა. ამიტომ, ალპურ სახელმწიფოში საათების მწარმოებელი სექტორი, ისევე როგორც ყველისა და შოკოლადის მცირე და საშუალო მწარმოებლები, ამერიკის პრეზიდენტის გულის მოგებას ცდილობენ.
ცოტა ხნის წინ, რამდენიმე შვეიცარიელი ბიზნეს-ლიდერი თეთრ სახლს ეწვია და ამერიკის პრეზიდენტს ძვირფასი საჩუქრები მიართვა. შვეიცარიული პრესის ცნობით, ვაშინგტონში ჩატანილ ძღვენს შორის განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო ოქროსგან დამზადებული „როლექსის“ მაგიდის საათი და ოქროს ზოდი ავტოგრაფით. შვეიცარიელი მრეწველების ასეთი ჟესტი სულაც არ ყოფილა უანგარო: ისინი იმედოვნებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი, საჩუქრების სანაცვლოდ, შვეიცარიისთვის დაწესებულ კოლოსალურ საბაჟო გადასახადებს შეამცირებს.
შვეიცარიულმა პრესამ, კერძოდ კი გაზეთმა 24Heures-მა, განსაკუთრებით გამოყო ოქროსგან დამზადებული მაგიდის საათი და ხაზი გაუსვა, რომ „საათი, მისთვის დამახასიათებელი დაკბილული ჩარჩოთი და კორპუსით, რომელიც ციფერბლატსა და მინას აკრავს, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა“. „ამ ტიპის სამაგიდო საათებს „როლექსი“ შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს. ტრადიციულ სავაჭრო ბრუნვაში მათი პოვნა შეუძლებელია, ეს ნივთები მხოლოდ კოლექციონერებთან იძებნება და 20 000-დან 40 000 ფრანკამდე (21 000-დან 43 000 ევრომდე) ღირს“, – განმარტავენ შვეიცარიელი ჟურნალისტები. თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ, ისინი ოვალურ კაბინეტში ახლახან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ.
დონალდ ტრამპთან შეხვედრას ესწრებოდნენ Rolex-ის, MSC-ის (მსოფლიოს წამყვანი გადამზიდავი კომპანია), Richemont-ის (მსოფლიოში სიდიდით მესამე ფუფუნების საგნების მწარმოებელი) და Mercuria-ს (ენერგეტიკული და სასაქონლო ვაჭრობის გიგანტი) ხელმძღვანელები. ასეთი შეხვედრის საჭიროებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ -ის მიერ დაწესებული ახალი ტარიფების გავლენის შედეგად, შვეიცარიული საათების ექსპორტი შეერთებულ შტატებში სექტემბერში 55.6%-ით დაეცა, რის შესახებაც საათების მწარმოებელთა ფედერაციამ ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა. 39%-იანი ტარიფების შემოღების შემდეგ, საათების ექსპორტი აშშ-ში აგვისტოში უკვე 23.9%-ით იყო შემცირებული, მაგრამ სექტემბერში ვარდნა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
სთვის მიტანილი ძვირფასი ნივთების გარდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, უფრო დიდი ძღვენი აღმოჩნდა დაპირებები ამერიკის ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი ფარმაცევტულ სექტორში, ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებაზე. პრესამ ასვე ახსენა შეთავაზება ოქროს გადამამუშავებელი ქარხნების შეერთებულ შტატებში გადატანის შესახებ. ასეთი მიდგომა, მართლაც, ძღვენს უფრო ჰგავს, ვიდრე კომერციულ მოლაპარაკებას და თვით ძალიან ლიბერალურ შვეიცარიაშიც კი არაერთ კითხვას აჩენს.
13 ნოემბერს, აშშ-ის მაღალჩინოსანმა თეთრ სახლში შვეიცარიის დელეგაციასთან გამართული დისკუსიები „ძალიან პოზიტიურად“ შეაფასა. „ბლუმბერგი“ კი იტყობინება, რომ შვეიცარიული ტარიფების 39%-დან 15%-მდე შემცირებას გეგმავს.
წყარო: 1 არხი