ძიძას, რომელმაც 1 წლის და 6 თვის ბავშვზე იძალადა, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა.
გვარაკიძის უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
დაკავებულს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 1 წლის და 6 თვის მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია