მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოს უნდა აღდგეს – კახა კალაძე

მთლად მე და ჩემს თანამშრომლებს რომ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა, იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი, და ეს პირობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შესრულდება”, – განაცხადა თბილისის მერმა.