საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. ფაქტია, ჩაგდებული “ერთა ლიგის” შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანა და მსოფლიო ჩემპიონატზე შორეული ოცნების (თეორიული შანსი ახლაც გვაქვს) ამარა დავრჩით. ყველაფერმა ამან გულშემატკივართა დამოკიდებულებასა და განწყობაზეც იმოქმედა. ჩვენი ფეხბურთელები ეცდებიან, ბედნიერი სახეები თავადაც დაიბრუნონ და სხვებიც გაახარონ. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი ურთულესი, თუმცა სწორედ შესაძლო ტკბილი ლუკმაა – დღეს, 21:00 საათზე, ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ.
ფეხბურთში არსებობს უხერხული მეტოქე და არსებობენ სერიები, რომლებიც აუცილებლად სრულდებიან. ესპანეთის ნაკრები მხოლოდ ერთხელ, ამხანაგურ მატჩში დავამარცხეთ, სხვა დროს კი, თბილისში შესარჩევ ეტაპზე თუ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში რაღაც გვაკლდებოდა. იქნებ ახლა, როცა პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს შეხვედრა ფაქტობრივად, არაფერს წყვეტს, ნავსის გატეხისა და ოფიციალურ მატჩში წარმატების დრო იყოს.
ბოლოს, როცა ესპანეთს გავუტანეთ, კვარაცხელიას ანგარიშზე იყო. ევროპის ჩემპიონატზე ესპანელთა ავტოგოლი ხვიჩას აქტიურობას მოჰყვა. “კვარამ” ესპანელებს თბილისშიც, 2021 წელს გაუტანა.
ესპანელება დიდი გეგმები აქვთ, ისინი ალბათ მომავალი მუნდიალის მთავარი ფავორიტები არიან და რა თქმა უნდა, თითოეულ შეხვედრას მოუფრთხილდებიან. რეზერვი სერიოზულია, თუმცა იამალის, პედრის, როდრისა და უილიამსის არყოფნა მაინც მნიშვნელოვანი დანაკლისია. მთავარ ხიფათს ალბათ ისევ ფერან ტორესისგან უნდა ველოდოთ, ეროვნულ გუნდში 51 მატჩში 22 გოლი რომ აქვს.
ვილი სანიოლის გუნდს მთავარი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე აკლია (41 მატჩში 21 გოლი). წინა ხაზზე ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ქვილითაიას ვარიანტებია, მაგრამ “ჯვაროსნებმა” იქნებ გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე ითამაშოს, შემტევებმა პოზიციები შეცვალონ და ხვიჩა კვარაცხელია ხშირად ცენტრფორვარდის ადგილას იყოს. ამ შემთხვევაში ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში ნამდვილად იქნება, მესამე შემტევის პოზიციაზე კი იური ტაბატაძის (მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იყო) და გიორგი აბუაშვილის კანდიდატურები ამ თანმიმდევრობით უნდა განვიხილოთ. ფაქტია, ვინც არ უნდა ითამაშოს, დაცვაში დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს და ესპანელთა ფლანგელების, პოროსა და კუკურელას შეტევების განეიტრალება უნდა შეძლო. ვნახოთ, ვილი რას გადაწყვეტს.
საქართველოს ნაკრებში არსებული ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე, 5-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას ველით. გოგლიჩიძე-კაშია-ლოჩოშვილის სამეული უალტერნატივო ჩანს. თითქოს ასევე უნდა იყოს მარჯვნივ გოჩოლეიშვილისა და მარცხნივ წიტაიშვილის თამაში, მაგრამ ფრანგი მთავარი მწვრთნელი ზოგჯერ ჯიუტად ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი ხედვები სწორია. ახლა სანიოლმა თქვა, რომ გოჩოლეიშვილი მარცხნივ ალტერნატივებიდან ყველაზე კარგი ვარიანტია და თუკი ამ აზრზე დარჩა, გამორიცხული არაა, კაკაბაძის შემცვლელად მამუჩაშვილი ვიხილოთ.
ცენტრში გაგნიძის ტრავმა და ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაცია, სასტარტოში მექვაბიშილისა და კიტეიშვილი იქნებიან, მესამის საჭიროების შემთხვევაში კი გუნდში ლომინაძე და ნონიკაშვილი არიან. ამ ზონაში პსჟ-ის ფეხბურთელს, ფაბიან რუისს დავუპირისპირდებით.
მთავარი მსაჯი ფრანგი ბასტიენია, წინა უქმეებზე “კვარას” “ლიონთან” დაპირისპირებას რომ მოემსახურა.
სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო: მამარდაშვილი – გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი – წიტაიშვილი(ან მამუჩაშვილი), მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, გოჩოლეიშვილი – დავითაშვილი(ან ზივზივაძე), კვარაცხელია, ტაბატაძე;
ესპანეთი: სიმონი – პორო, ლე ნორმანდი, კუბარსი, კუკურელა – მერინო, ზუბიმენდი, რუისი – ოიარსაბალი, ფ.ტორესი, ბაენა.
· დავით 67 უკრაინამდე ალბანეთთან წავაგეთ. მაშინ მშვიდად გრძნობდი თავს? გმირი ერის ნაკრებთან დამარცხება არაა სირცხვილი, თუმცა გმირებად რუსები უფრო მიაჩნიათ. ახლა ვიღაც გამოხტება და იტყვის რომ მე ვითომ უკრაინას ვქომაგობდი.
· მწარეს კი ბატონო შეიძლება მართლაც საიდანღაც რაღაც შანსი მოგვეცეს, ახლა ისეთი გაუგებარი სისტემაა მსოფლიოზე გასვლის. ჩეხეთიც მეორეზე გავა ესეც საჩვენოა. მაგრამ სანიოლ კაშია, ქვილითაია, მექვაბიშვილ, მამუჩიშვილ, კაკაბაძეთი მსოფლიოზე რა აზრი აქვს წასვლას? გაახალგაზრდავება იწყებაო ნაკრებში ვილიმ და ქვილითაია მოაბრუნა, კაშიას კიდევ 4-5 წელი ვერ შეელევა. ტიპს ეშინია ლომიძეს შანსი მისცეს, ბიჭი 194 სმ სიმაღლისაა. კუთხურებიდან მარტო თურქებთან 7- დან 3 ბურთი გაუშვით. კიტე (174) ედგა აყლაყუდა თურქს (194) ლოგიკა?
· უფროსი რა შემთხვევაში გავასწრებთ თურქეთს: საქართველო 1 – 0 ესპანეთი; თურქეთი 0 – 1 ბულგარეთი; ბულგარეთი 0 – 2 საქართველო; ესპანეთი 3 – 0 თურქეთი. https://en.wikipedia.org/wiki/2026_FIFA_World_Cup_qualification#Tiebreakers
· Levani ალბანეთი გავიდა გუშინ პლეიოფში. ასეა ბუძი,თუ სერბეთს და თურქეთს ვერ ეთამაშები მაშინ რა გინდა მსოფლიოზე. მაკედონიასთან რო წავაგეთ იმ გუნდით რა გვინდოდა ევროპაზე. და ახლა ამ გუნდით რა გვესაქმება მსოფლიოზე-სანამ ახალი დაცვა არ გვეყოლება. ეს სანიოლი კიდევ კაშიას იძახებს. რა სამკლაური გაიკეთა ასეთი ცისარტყელა რო სამუდამოდ იძახებთ ბუძი?
· ედიშერა ანუ საყრდენ ზონაში მხოლოდ კიტე და მექვაბა? თუ მართლა ეგრე ითამაშეს 1-7 მონაგონი იქნება.დდდდ
· იაშა ბიძია ფაბიან რუისი და ფერნან ურბნისი..
· ტრევორ ჯულაყიძე ნუთუ რეალობის შეგრძნება დაკარგა სტაფმა?
· გიგო პაპა ჯობია ფლანგებზე ზურიკო და ხვიჩა იყვნენ და ცენტრში კვერნაძე. ძალიან მოძრავია, ტექნიკური და თანაც მაღალი, თავითაც შეძლებს კარში დარტყმას. თამაშის დროს შეიძლება ხვიჩას გაუცვალოს ადგილი, თუ ეს დააბნევს ესპანელებ. თუ არაფერი გამოუვა, მეორე ტაიმში ბუდუ შეცვლის. ქვილითაია სუსტ გუნდებთან ვერ დებდა შედეგს და ესპანელებს გაუტანს? მთავარი მაინც შუა ხაზია. შეძლებენ კი ჩვენი ბიჭები თავდამსხმელების პასებით მომარაგებას და დახმარებას? პრესინგიც ძალიან საჭიროა რომ ვითამაშოთ. მაგის გარეშე ორი ტაიმი იქნებიან ჩვენს ნახევარზე და შეიძლება კარში ერთხელაც ვერ დავარტყათ. უმძიმესი და უძნელესი თამაშის მოლოდინში ვარ. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
· გიორგი შვეცია რომელი ქვეყანაა შვეიცარია?
· მწარე ჩემ პრინციპებს ვუღალატებ და ოპტიმისტურ-მეოცნებე სტილში ვიტყვი. თუ სლოვენია, უკრაინა, უნგრეთი, პოლონეთი, ბოსნია გერცოგოვინა და უელსი მეორე ადგილებზე გავიდნენ. შვეცია ბოლოზე დარჩა. ჩემი ანგარიშით საქართველო მოხვდება იმ 4 გუნდში, რომელიც 12-ს ემატება. ვ.ს. კიდევერთხელ გადავამოწმებ და მოვიწერები.
· მორიელი ჩემთვის ამ ნაკრების იმედი მაშინ დასამარდა, როცა უკრაინას ვერ მოვუგეთ
დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო – გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
“ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება” – ნაკრების შეკრების მესამე დღე
“ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება” – სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
“11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია” – “ლიონისა” და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე – “საუკუნე გაივლის კიდევ”
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე – პსჟ-მ “ლიონს” მძიმე მატჩი მოუგო
ზახარიანმა შეიძლება პსჟ-ში კვარაცხელიასთან ერთად შეუტიოს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ლიონთან” მატჩში?
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო – გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ
“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა




