რელიგიის სააგენტომ პრაღაში ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოცემის პრეზენტაცია გამართა

რელიგიის სააგენტომ პრაღის კონფერენციის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“ ფარგლებში გამოცემის – „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.
„პუბლიკაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული სალოცავების სავალალო მდგომარეობას ეხება.
რელიგიის სააგენტოს ბანერთან გამოფენილ წიგნებს გაეცნენ კონფერენციის მონაწილეები – სასულიერო პირები, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები და ჟურნალისტები.
პრეზენტაცია ჰოლოკოსტის, რელიგიათა შორის დიალოგისა და რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის, რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების ალიანსის (IRFBA) მოქმედი თავმჯდომარის, რობერტ რეჰაკის მხარდაჭერით გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა