“ფაქტია, რომ სიგიჟეს ვერ გააკეთებენ და ქართველ ხალხს სრულიად დაუმსახურებლად ვერ შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას. რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, არის კონკრეტულ რაღაც პირთა წრეზე უვიზო გადაადგილების შეჩერება. თუმცა არ ვიცი, ბევრჯერ გვითქვამს, რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება იმ კუთხით, როცა არ მოელი, რომ ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს კიდევ ერთი შეჯახება იქნება იმ ფაქტთან, რომ ყველაზე კარგ ინსტიტუციებშიც შეიძლება ხდებოდეს უსამართლობა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოხდეს, რადგან ყველაზე უარესი, რაც შეიძლება გააკეთონ, არის კონკრეტულ პირთა წრეზე უვიზო გადაადგილების შეჩერება. ასეთი არაფრიდან გამოწვეული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ მაინც იქნებიან უფრო რაციონალურები” – თქვა ნინო წილოსანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.



