Reuters – ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილებაში აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა

ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილებაში აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯამუსა და ქაშმირის შტატში მდებარე განყოფილებაში პოლიციელების მიერ ჩამორთმეული ასაფეთქებელი ნივთიერებები აფეთქდა.
პოლიციის წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის უმეტესობა პოლიციელია.
„ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი მთლიანად დაიწვა“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა