უკრაინული მედია – რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რიაზანის მოსახლეობის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით 64 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
უწყების განცხადებით, თავდაცვის სისტემებმა ყველაზე მეტი, 25 დრონი, რიაზანის ოლქში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…