მიშა მშვილდაძე: ათასობით ტელევიზორით უნდა იყოს გადავსებული ქართული ციხეები, წესით – ყველა თუ ტოვებს, სად მიაქვთ აბა ამდენი? ან წინამ თუ დაუტოვა, ამან რატომ იყიდა იქა?

“ფორმულას” დირექტორი, მიშა მშვილდაძე:
წულუკიანის კვაზირეალობაში, რომელზეც რობოკოპების რაზმები ირტყმეინებიან რომ რეალობად აღიარო – ათასობით ტელევიზორით უნდა იყოს გადავსებული ქართული ციხეები, წესით – ყველა თუ ტოვებს, სად მიაქვთ აბა ამდენი? ან წინამ თუ დაუტოვა, ამან რატომ იყიდა იქა? თუ არა და ამან რატომ უნდა დაუტოვოს შემდეგს თავისი ნაყიდი?? ან საერთოდ ვისი რა საქმეა თავის კერძო საკუთრებას ვინ როგორ ექცევა? ან რა წესებს იგონებთ, ან მერე თქვენვე როგორ იჯერებთ და ყველაფერზე მორალისტობას როგორ ახერხებთ ხოლმე, მართლა მორალური ეგზისტენციის საკითხების გარდა?!
თუ ვინმე ვერ მიხვდით – საერთოდ არავის აინტერესებს, თქვენ ტელევიზორს დატოვებდით ციხეში თუ არა – არავის. ა რ ა ვ ი სს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია