“ტინდერის თაღლითი” ქუთაისის ციხიდან გათავისუფლდა

“ტინდერის თაღლითი” ქუთაისის ციხიდან გათავისუფლდა
“რადიო თავისუფლების” ცნობით, Netflix-ის სერიალის მთავარი გმირის პროტოტიპი, საიმონ ლევიევი, რომელსაც “ტინდერის თაღლითს” უწოდებენ, ქუთაისის ციხიდან გათავისუფლდა

საიმონ ლევიევი 15 სექტემბერს ბათუმში დააკავეს. მას ბრალად ედება ბერლინში ქალისგან 44 000 ევროს მოპარვა, ასევე მისი საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის გამოყენებით ათასობით დოლარის მითვისება. 35 წლის საიმონ ლევიევი, რომლის ნამდვილი სახელიც შიმონ ჰაიუთია, თაღლითური სქემისთვის გაცნობის აპლიკაცია Tinder-ს იყენებდა. ის აპლიკაციის საშუალებით სხვადასხვა ქალს ხვდებოდა, მოგვიანებით კი მათ მოტყუებით ფულს ართმევდა. 2022 წელს საიმონის ისტორიაზე Netflix-მა სერიალი Tinder Swindler გადაიღო. ბათუმის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შუეფარდა. ის გერმანიის მოთხოვნით, როგორც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!