რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში მეტრო „რუსთაველისკენ“ მიემართებიან, თუმცა წინასწარ არ აცხადებენ, რა იქნება საბოლოო დანიშნულების ადგილი.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ისინი სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის ტირანია”; “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მათ კორდონი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა