იური დუდს დაუსწრებლად მიესაჯა ერთი წლითა და 10 თვით პატიმრობა „უცხოეთის აგენტის“ კანონის დარღვევისთვის

მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ იური დუდს დაუსწრებლად მიუსაჯა ერთი წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა „უცხოეთის აგენტის“ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. ამავე სასჯელს ითხოვდა პროკურატურაც. როგორც „მედიაზონა“ აღნიშნავს, დუდი პირველი პირია, რომელიც ამ მუხლით ცნეს დამნაშავედ და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აქამდე თავისუფლების რეალურად აღკვეთას უსჯიდნენ მხოლოდ იმათ, ვისაც სხვა მუხლებით ჰქონდა წაყენებული ბალდება ან ვისაც სხვა ნასამართლობა ჰქონდა. ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელი ორი წლით თავისუფლების აღკვეთაა. როგორც წესი, ამ მუხლით პირებს ემუქრებათ ჯარიმები ან სხვა სასჯელები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას არ გულისხმობს.
დუდს ბრალი წაუყენეს, რომ მის არხზე გამოდიოდა ვიდეოები, რომლებიც არ იყო მარკირებული „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით. მანამდე ის ორჯერ დააჯარიმეს შესაბამისი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. პროკურატურამ განაცხადა, რომ დუდის ქმედებები პოლიტიკური სიძულვილით იყო მოტივირებული, რაც დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. ჟურნალისტის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოები პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო.
დუდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ზაფხულში აღიძრა, ხოლო ივლისის ბოლოს, ჟურნალისტი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დაუსწრებლად დააკავეს. „მედიაზონის“ ცნობით, ჟურნალისტმა თავის პუბლიკაციებში „უცხოეთის აგენტის“ იარლიყის გამოყენება 2024 წლის მარტში შეწყვიტა.
იური დუდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ჟურნალისტია; YouTube-ზე ცნობილ პირებთან მის ინტერვიუებს მილიონობით ნახვა აქვს. ს მიერ ში შეჭრის შემდეგ, მან ომის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა და ქვეყანა დატოვა.
ადრე სხვა რუსი ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ „უცხოეთის აგენტის“ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული, მაგრამ ამ კანონით გათვალისწინებული პატიმრობის ფაქტობრივი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ