გერმანიის მთავრობა შეთანხმდა, გაზარდოს არმიის შემადგენლობა

რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ გერმანიის მმართველი კოალიციის პარტიები შეთანხმდნენ, როგორ გაზარდონ შეიარაღებული ძალების რაოდენობა რუსული საფრთხის პირობებში. არ არსებობს სამხედრო სამსახურში გაწვევის აღდგენის უახლოესი გეგმები და კოალიციის გეგმა არ ითვალისწინებს ბუნდესვერის რიგების მკვეთრ ზრდას.
კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გერმანიამ უნდა გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია და მთავრობას მერცის ხელმძღვანელობით სურს, გერმანიის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერი გახდეს. ამიტომ, ბერლინი ჩქარობს არმიის როგორც პირადი შემადგენლობის რაოდენობის, ასევე დაფინანსების გაზრდას.
თუმცა, სამხედრო სამსახურში გაწვევის აღდგენა გერმანიაში მგრძნობიარე პოლიტიკური საკითხია. გერმანული საზოგადოების უმრავლესობა კვლავ უარყოფითად უყურებს სამხედრო სამსახურში გაწვევის აღდგენას და სამხედრო ძალის გაძლიერებას. თავის კვალს ტოვებს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში რემილიტარიზაციის კატასტროფული შედეგების ხსოვნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…