რადგან რუსული მედია ხშირად არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს, ამ ამბის ობიექტურობას ვერ დავიჩემებთ, მაგრამ Sport Baza-ს მტკიცებით, პსჟ „სოსიედადის“ ნახევარმცველ არსენ ზახარიანით დაინტერესდა.
გამოცემა ირწმუნება, რომ პარიზული კლუბის სკაუტები ზახარიანის თამაშს აკვირდებიან, მას განიხილავენ როგორც ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელს, „სოსიედადი“ ტრანსფერზე თანახმა არაა, მაგრამ მზადაა შეთავაზება განიხილოს.
აღნიშნულია, რომ „პარი სენ ჟერმენისთვის“ პრიორიტეტული ვარიანტი ზამთარში „პორტუს“ 18 წლის შემტევის დიოგუ მორას შეძენაა და თუ ეს ვერ მოახერხეს, მაშინ ზახარიანის დამატებას ეცდებიან. არსენის პსჟ-ში გადასვლას ხელი შეიძლება პარიზულ გუნდში უკრაინელი ილია ზაბარნის ყოფნამ შეუშალოს, ხოლო პლუსი ისაა, რომ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელის ფასი არც ისე მაღალია – 7.5, მილიონი ევრო.
22 წლის ზახარიანმა გასულ სეზონში სან-სებასტიანელთა რიგებში ტრავმების გამო მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგაში 6 შეხვედრა ჩაატარა.
ვნახოთ, გახდება ზახარიანი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, თუ ეს მხოლოდ რუსული პრესის მორიგი შემოგდებული ცრუ ინფორმაციაა?..
“საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია – ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი” – რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
“რეალი” თავდამსხმელს იჯარით “ლიონში” გაუშვებს
უარი დაბრუნებაზე – ოვერმასმა და ტენ ჰაგმა “აიაქსის” წინადადება უარყვეს
მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა – “ვალენსიამ” როგორც იქნა გაიმარჯვა
რუსეთიდან გააღწია – ზახარიანი “სოსიედადში” ჩაირიცხა
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე – პსჟ-მ “ლიონს” მძიმე მატჩი მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ლიონთან” მატჩში?
პსჟ “სოსიედადის” იაპონელი შემტევით დაინტერესდა
“11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია” – “ლიონისა” და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
პსჟ-ს აკრიტიკებენ – ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
თითქმის იგივე, რაც ხვიჩას – ცნობილია, რა ანაზღაურებას მიიღებს ზახარიანი “სოსიედადში”
უჭირს – ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს
ზახარიანმა “სოსიედადში” პირველი გოლი გაიტანა და სასწაულად გაიხარა [VIDEO]
ნუთუ ეს შესაძლებელია – “ლივერპული” პსჟ-ს ვარსკვლავის შეძენას აპირებს
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს – მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა – ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
კაპელო: შეუძლია თუ არა ზახარიანს კვარაცხელიას მსგავსი დებიუტი ჰქონდეს?
მიჩელი “არსენალში” გადადის – “ნაპოლიში” კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
“ზახარიანი სიკვდილს არ აპირებს” – “სოსიედადის” პრესატაშე
სამი სამიზნე – “რეალი” ზაფხულში ამ ფეხბურთელების დამატებას შეეცდება
რუსებმა ზახარიანის ბედი ამჯერად “აიაქსს” დაუკავშირეს – ამსტერდამელთა ბორდი ამ ტრანსფერს არ დაბლოკავს?
“საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია – ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი” – რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
პსჟ-სთან მატჩამდე “ბარსელონამ “სოსიედადი” დაამარცხა და გალიდერდა



