გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა, რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ასევე, შეხვდება ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს.
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს გუშინ ეწვია. 18 იანვრამდე ასევე დაგეგმილია მისი ვიზიტი სომხეთში.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში