სადღაც იქ, ბრიუსელის დერეფნებში, აშკარად არსებობს სპეციალური განყოფილება – „ოპოზიციის სასწავლო ცენტრი – თბილისის ფილიალი“, საიდანაც მოდის ყველა ტექსტი თუ „საგანგებო ბრიფინგი“

სადღაც იქ, ბრიუსელის დერეფნებში, აშკარად არსებობს სპეციალური განყოფილება – „ოპოზიციის სასწავლო ცენტრი – თბილისის ფილიალი“, საიდანაც მოდის ყველა ტექსტი თუ „საგანგებო ბრიფინგი“
„ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციამ ბრიუსელიდან მორიგი დავალება მიიღო (სააგენტოს ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს).
ზურაბ ქადაგიძის თქმით, აღნიშნულით დასტურდება, რომ საქართველოში „დიფ სთეითი“ მხოლოდ შიდა ჩრდილოვანი სტრუქტურა აღარ არის – ის უკვე ტრანსნაციონალურ ქსელად გადაიქცა, სადაც ადგილობრივი ფიგურები მხოლოდ იმპროვიზებული მსახიობები არიან.
„Remote Control Party, ანუ, დისტანციური ოპოზიცია, პირდაპირი ხაზით ბრიუსელიდან…
საგანგებო აღმოჩენა გვაქვს: როგორც ჩანს, „რადიკალური ოპოზიციის“ პოლიტიკური ინიციატივა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისთვის ტექსტების შედგენა თვით ევროპულ ბიუროკრატიას მოუწია. ერთი ხელით წერენ ბრიუსელში, მეორე ხელით კითხულობენ თბილისში – უცვლელად, ემოციურად და რა თქმა უნდა, „საქართველოს სახელით“.
სადღაც იქ, ბრიუსელის დერეფნებში, აშკარად არსებობს სპეციალური განყოფილება „ოპოზიციის სასწავლო ცენტრი – თბილისის ფილიალი“. იქიდან მოდის ყველა ტექსტი, ყველა მესიჯი და ყველა „საგანგებო ბრიფინგი“, რომელსაც შემდეგ „ნამეტნავად“ ეროვნული ტონით აცხადებენ ჩვენი „დამოუკიდებელი რადიკალები“.
ამითაც დასტურდება, რომ საქართველოში „დიფ სთეითი“ მხოლოდ შიდა ჩრდილოვანი სტრუქტურა აღარ არის – ის უკვე ტრანსნაციონალურ ქსელად გადაიქცა, სადაც ადგილობრივი ფიგურები მხოლოდ იმპროვიზებული მსახიობები არიან.
სცენარი კი მზადდება იქ, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ ლაბორატორიულ ტერმინად ითვლება.
როცა პოლიტიკური ძალა საკუთარ ტექსტსაც ვერ ქმნის, აზროვნება კი „აუტსორსინგზეა” გატანილი ბრიუსელში და ყოველი სიტყვის შესათანხმებლად ელოდება „მასწავლებლის შენიშვნას“, ეს უკვე არა ოპოზიცია, არამედ, დისტანციურად მართული ქსელია.
P.S. თანამედროვე ტექნოლოგიებმა პოლიტიკაშიც დაამკვიდრა ახალი ფორმატი – „დისტანციური ოპოზიცია”, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში