ადვოკატი – კანონმორჩილი ადამიანია, არც ქვეყნის დატოვებას აპირებს – მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს, თუმცა ბრალის წარდგენის დროს ჩვენების გარდა, გამოკითხული არ ყოფილა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.
თუმცა, როგორც გელაშვილმა „ინტერპრესნიუსს განუცხადა, ბრალის წარდგენის დროს ჩვენების გარდა, ღარიბაშვილი არ გამოუკითხავთ.
„როგორც იცით აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეეფარდა გირაო ერთი მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესატანად. ამ გირაოს დაფარვა თანხით არ მომხდარა. მისი სახლი, მოსეშვილის #10-ში, სადაც ის თავად ცხოვრობს ოჯახით, აუდიტმა შეაფასა. ეს უძრავი ქონება შეფასდა მილიონზე მეტად და სწორედ ეს ქონება ჩაიდო. კანონი ითვალისწინებს ამას. შესაძლებელია როგორც თანხით, ასევე ქონებით იქნას უზრუნველყოფილი. ეს დათქმა პროკურატურამ შეიტანა სასამართლოში და განჩინებაში მიუთითა.
ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას არ უწევს, ის კანონმორჩილი ადამიანია. არც ქვეყნის დატოვებას აპირებს და მზად არის თუ გამოძიებას ექნება რაიმე კითხვა, უპასუხოს. თუმცა ამ ეტაპამდე, გარდა იმ ჩვენებისა, რომელიც მისცა ბრალის წარდგენის დროს, მისთვის არ დაუსვამთ კითხვა, გამოკითხული არ ყოფილა“,- განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო 24 ოქტომბერს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: ციხიდან გამოტანილი მაცივრის შეხედვისას უნდა გაგვახსენდეს ერთი რამ: დაახლ. 700 ათას ადამიანი საქართველოში იღებს სოციალურ შემწეობას, 128 ათასი ოჯახი. ეს ის სახლია ვისაც სახლში ხშირად არ აქვს მაცივარი!