ჩინეთის ბანკებმა რუს კლიენტებს შეზღუდვები დაუწესეს

ჩინეთის სახელმწიფო ბანკებმა რუს კლიენტებს შეზღუდვები დაუწესეს, ეს მას შემდეგ, რაც -მა სთვის დამხმარე ორგანიზაციებისთვის მეორადი სანქციების დაწესება დააანონსა.
Bloomberg-ი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მინიმუმ ორმა ბანკმა დაიწყო თავისი რუსული ბიზნესის შემოწმება, კონკრეტულად ყურადღების დიდი ნაწილი ტრანსასაზღვრო შეთანხმებებს დაეთმო.
ჩინური ბანკები შეწყვეტენ კავშირს სანქციების სიაში მყოფ კლიენტებთან. ისინი ასევე დაასრულებენ რაიმე ფინანსურ მომსახურებას რუსეთის სამხედრო სექტორისთვის, მიუხედავად ვალუტისა და ტრანზაქციების ადგილისა.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ჩინელმა კრედიტორებმა კლიენტების კომპლექსური შემოწმება გააძლიერეს, რადგან მათ კლიენტების კავშირები რუსეთთან აინტერესებთ. ამოწმებენ ასევე სხვა ეროვნების კლიენტებს, რომლებსაც ბიზნესი აქვთ რუსეთში ან კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელს მესამე ქვეყნების გავლით აწვდიან.
აღსანიშნავია, რომ წინა თვეში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მეორადი სანქციების დაწესება დააანონსა იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს თავდაცვის სექტორისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად გარიგებების დადებაში ეხმარებიან. ასეთ ორგანიზაციებს აეკრძალებათ ან შეეზღუდებათ აშშ-ში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა, ხოლო მათი ქონება აშშ-ში დაიბლოკება.