გახარიას ადვოკატი სასამართლოზე: აუცილებლად გაიხსნება პანდორას ყუთი და მერე არავინ იცის, იქიდან რა ამოვა

20 ივნისის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იხილავს. პროკურატურა გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ, სხდომათა დარბაზში სიტყვით ისარგებლა ყოფილი პრემიერის უფლებადამცველმა. ბერდია სიჭინავამ სასამართლოს უთხრა, რომ გახარიას მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია და სინამდვილეში საქმე ივანიშვილის პერსონალურ შურისძიებასთან გვაქვს.

“აუცილებლად გაიხსნება პანდორას ყუთი და მერე არავინ იცის, იქიდან რა ამოვა” – დააანონსა სასამართლოზე გახარიას ადვოკატმა .

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის საქართველოში არყოფნას, სიჭინავამ ბრალდების მხარეს ასე უპასუხა: “მიმალვაშიაო რომ ამბობს, გუშინ რომ გააფრთხილეთ, რა ექნა, საიდან უნდა ჩამოსულიყო, ხაშურშია და ერთდღეში ჩამოვიდოდა?”.

მე არ მაქ მოლოდინი მართლმსაჯულების. ჩვენ ვართ თეატრში. ახლა პროკურორი მორალს უკითხავდა გიორგი გახარიას.  ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. როცა გახარია გადადგა და მას მოღალატე უწოდა. ჩემდა სამწუხაროდ დღეს პროკურატურა არის იარაღი ივანიშვილის ხელში.
ყველას უნდა გაუჩნდეს კითხვა, რატომ არის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება წაყენებული გიორგი გახარიასთვის. გიორგი გახარიას არ აქვს დანაშაული ჩადენილი.
ბუნებაში ედავებიან, რომ გახარიამ განიზრახა გომურისთვოს თვალებია დათხრა დაავალა გდდ-ს დამიზნებით ესროლათ მაკო გომურისთვის, ოღონდ არ აქვთ დადგენილი ვისთვის უნდა ესროლათ.
ერთი მოწმე დაასახელეთ, რომელიც იძახის, რომ გახარიამ დაავალა ხალხისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. 

დამისახელეთ მოწმეები ვინც ამბობს, რომ გახარიამ დაავალა. გახადეთ საჯარო საიდუმლო დოკუმენტი.

აი მიმალვაშიაო. გუშინ რომ გააფრთხილეთ, რა ექნა,საიდან უნდა ჩამოსულიყო, ხაშურშია და ერთდღეში ჩამოვიდოდა?

ვიღაცის ხუშტურის დასაკმაყოფილებლად ხდება ეს ყველაფერი. ეს მუხლი არის სამართლებრივი სიგიჟე.
ამ პოლიტიკური საქმის დირიჟორი არის ივანიავილი, რომლის პოლიტიკური ვენდეტის მსხვერპლი არის გახარია!
აუცილებლად გაიხსნება პანდორას ყუთი და მერე არავინ იცის, იქიდან რა ამოვა”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ სასამართლოზე. 

ცოტა ხანში, სასამართლო ექს პრემიერის წინააღმდეგ 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ხუთი საათით ადრე კი იყო პირველი პატიმრობა ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე.

  • გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და “ჩარჩანას” ეპიზოდს ეხება.
  • გუშინვე გაირკვა, რომ “ქართული ოცნების” ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს.