გერმანიის კანცლერი: გერმანიაში ნაკლები ახალგაზრდა უკრაინელი კაცი უნდა ჩადიოდეს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მან 13 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტ სთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მერცის თანახმად, მან ზელენსკის უთხრა, რომ გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მისაღებად ნაკლები ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცი უნდა ჩადიოდეს.

ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მერცმა განაცხადა: „ვთხოვე უკრაინის პრეზიდენტს, უზრუნველყოს, რომ უკრაინელი ახალგაზრდა კაცები გერმანიაში სულ უფრო მზარდი რაოდენობით არ ჩამოვიდნენ, არამედ საკუთარ ქვეყანაში იმსახურონ. ისინი იქ არიან საჭირო“.
გერმანიის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2025 წლის 31 ივლისისთვის ქვეყანაში 1 108 600 უკრაინელი ცხოვრობს, რომელთა 61 პროცენტი 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ თვეში AFP-ს აცნობა, რომ ბოლო დროს გერმანიაში მკვეთრად გაიზრდება უკრაინიდან შესული ახალგაზრდა კაცების რაოდენობა, განსაკუთრებით, ს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც 18-დან 22 წლამდე ასაკის პირებს უკრაინის დატოვების უფლებას აძლევს.

სამინისტროს მონაცემებით, გერმანიაში ამ ასაკობრივ ჯგუფში თავშესაფრის მაძიებელი მამაკაცების რაოდენობა კვირაში 100-ზე ოდნავ მეტი იყო, 6 ოქტომბრიდან კი კვირაში 1796-მდე გაიზარდა.
უკრაინელთა რიცხვმა მკვეთრად იმატა გერმანიაში ს სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ. გერმანიაში მცხოვრები უკრაინელებიდან 464 ათასზე მეტი მამაკაცია.